Accessibility links

logo-print

სააგენტო ”სინჰუა” 24 საათიან ინგლისურენოვან ტელე-მაუწყებლობას შეუდგა


ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ”სინჰუა” დღეს 24-საათიან ინგლისურ ტელე-საინფორმაციო მაუწყებლობას შეუდგა. სააგენტოს ცნობით, ”ჩინეთის სინჰუას ახალი ამბების ქსელის კორპორაცია” (CNC) სატელიტის, საკაბელო ქსელის, მობილური კავშირგაბმულობისა და ინტერნეტის საშუალებით ტელე-მაუწყებლობას განახორციელებს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე, ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტსა და აფრიკაში. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ CNC Wolrd საერთაშორისო აუდიტორიას ”ჩინეთს უკეთეს ჭრილში წარუდგენს”. ახალი ტელე-არხის შექმნა ჩინეთის კომუნისტური მთავრობის მიერ უცხოეთში ჩინეთზე გავრცელებული შეხედულებების დაბალანსების მორიგი მცდელობაა. გასულ წელს ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია შეუდგა 24-საათიან მაუწყებლობას არაბულენოვან ქვეყნებში. მისი აუდიტორია 300 მილიონს აღწევს.
XS
SM
MD
LG