Accessibility links

logo-print

თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის ყოფილი მაღალჩინოსნის საქმის განხილვა დაიწყო


თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის ყოფილი მაღალჩინოსნის ნუგზარ ნაჭყებიას საქმის განხილვა დაიწყო. მას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, კერძოდ, პროკურორზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. თავის მხრივ, ნუგზარ ნაჭყებია აცხადებს, რომ გამომძიებლები და შსს-ს მაღალჩინოსნები ზეწოლას მასზე ახდენდნენ და პოლიტიკური ნიშნით დევნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ბიძინა გიორგობიანის საწინააღმდეგო აქტი არ დაწერა. შეგახსენებთ, რომ თავად გიორგობიანს გერმანიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
XS
SM
MD
LG