Accessibility links

logo-print

კვიპროსის პოლიცია რუსეთის მიმალულ ჯაშუშს დაეძებს


კვიპროსის პოლიციის განცხადებით, ის დაეძებს რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ პირს, რომელიც მიიმალა სასამართლოს მიერ გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლების შემდეგ. პოლიციის ცნობით, მას არ აქვს ინფორმაცია, დატოვა კუნძული თუ, თურქულ ნაწილში გადავიდა კრისტოფერ რობერტ მეცოსი, მისივე თქმით, კანადელი მოქალაქე. მეცოსს აშშ დაეძებს ბრალებით, რომ ის დაკავშირებული იყო იქ მოქმედ რუსეთის საჯაშუშო ქსელთან, რომლის ათი სავარაუდო წევრი ამას წინათ დააკავეს. მეცოსი კვიპროსის დატოვების მცდელობისას დააკავეს ორშაბათს და 33 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს. ის ოთხშაბათს პოლიციაში აღარ გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG