Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი აღმოსავლეთ ევროპულ ტურნეს დღეს უკრაინიდან იწყებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღმოსავლეთ ევროპულ ტურნეს დღეს უკრაინიდან იწყებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ჰილარი კლინტონი უკრაინის პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ყოფილ პრემიერს იულია ტიმოშენკოს, საინფორმაციო საშუალებათა ხელმძღვანელებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, დაგეგმილია ჰილარი კლინტონის გამოსვლა კიევის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ის უკრაინაში დემოკრატიის განვითარების თემაზე ისაუბრებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინიდან გაემგზავრება პოლონეთში, შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთში, საიდანაც ხუთ ივლისს საქართველოს ეწვევა. თბილისში ჰილარი კლინტონი საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს და პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
XS
SM
MD
LG