Accessibility links

საფრანგეთი: „ირანი არ მიდის სწორი მიმართულებით“


საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანის მთავრობის პოზიცია, რომ გაეროს ახალი სანქციები არ იმოქმედებს მის ბირთვულ პროგრამაზე, აჩვენებს "თეირანის არასწორ მიმართულებას". ეს განცხადება მოჰყვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მანუჩერ მოთაქის ნათქვამს გაეროს უშიშროების საბჭოზე, რომ ბოლო ზომები ვერ მოახდენენ გავლენას მის ბირთვულ პროგრამაზე. გასულ თვეში დაუწესა გაერომ ირანს ახალი სანქციები. დასავლეთი ვარაუდობს, რომ ირანი ბითვული იარაღის შექმნას ესწრაფვის. ირანი ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG