Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმისაკენ მოწოდებით გამოდის


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმისაკენ მოწოდებით გამოვიდა. მისი განცხადებით, რეფორმა ფერხდება „პოლიტიკური პოზირებისა და სპეციფიკური ინტერესებისთვის ბრძოლის“ გამო. პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებულ შტატებში სავარაუდოდ, 11 მილიონამდე არარეგისტრირებული იმიგრანტი ცხოვრობს. ობამას ერთ-ერთ პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული საიმიგრაციო სისტემის რეფორმა. მისაგან ქმედით ზომებს მოითხოვენ, უწინარეს ყოვლისა, საზღვარზე მდებარე შტატები. ობამას შეფასებით, პრობლემას ვერ მოაგვარებს "მარტო კედლები და სასაზღვრო პატრული".
XS
SM
MD
LG