Accessibility links

logo-print

დევიდ პეტრეუსი: ”ავღანეთში მდგომარეობის საბოლოო გამოსწორებამდე, შესაძლებელია სიტუაცია იქ კიდევ უფრო გამწვავდეს”


გენერალი დევიდ პეტრეუსი, ავღანეთში ნატოს ამერიკული შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ავღანელ მშვიდობიან მოსახლეობას შორის უბედური შემთხვევების, მკვლელობების რაოდენობა. ამის შესახებ მან ბრიუსელში ნატოს ოფიციალური პირების ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ განაცხადა. ნატოს გენერალური მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან საუბრისას, მან ისიც თქვა, რომ ავღანეთში მდგომარეობის საბოლოო გამოსწორებამდე, შესაძლებელია სიტუაცია იქ კიდევ უფრო გამწვავდეს. მხოლოდ ივნისის თვეში ავღანეთში 100-ზე მეტი ნატოს შეიარაღებული ძალების სამხედრო დაიღუპა, ხოლო მიმდინარე წელს დაღუპულთა რაოდენობამ 320-ს გადააჭარბა. შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს ამერიკის შეერტებული შტატების სენატმა ნატოს ამერიკული შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელად დევიდ პეტრეუსი დაამტკიცა, მან გენერალი მაკკრისტალი ჩაანაცვლა.

XS
SM
MD
LG