Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამამ ირანის წინააღმდეგ სანქციებს მოაწერა ხელი


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ირანის ბირთვული იარაღის პროგრამის წინააღმდეგ ახალ, გამკაცრებულ სანქციას. ხელისმოწერის ცერემონიალზე, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა, ობამამ განაცხადა, რომ ახალი სანქცია ბოლოს მოუღებს თეირანის მცდელობას ბირთვული იარაღის პროგრამის განხორციელებას: ”აღნიშნული სანქციებით, ჩვენ პირდაპირ ირანის ხელისუფლების შუაგულში ვუტყამთ, რათა შევაჩეროთ მათი სწრაფვა ბირთვული იარაღის დაფინანსებისა და განვითარებისაკენ. ჩვენ ამ სანქციებით ირანის ხელისუფლებას დავანახებთ, რომ თუკი ისინი არ შეაჩერებენ ამ მიმართულებით სვლას მათზე ზეწოლა გაგრძელდება და სანქციები კიდევ უფრო გაღრმავდება”, - აცხადებს ობამა

XS
SM
MD
LG