Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ჩრდილოეთით ავღანეთის პოლიცია შეიარაღებულ თალიბურ დაჯგუფებას ებრძვის


შეტაკება თალიბურ დაჯგუფებასა და ავღანეთის პოლიციას შორის USAID - ის ოფისთან, ავღანეთის ჩრდილოეთით მიმდინარეობს. როგორც რადიო ”თავისუფლების” კორესპონდენტი, კუნდუზის პროვინციის გუბერნატორის მუჰამედ ომარის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავღანეთიდან იტყობინება, ამ დროისათვის გარდაცვლილია ოთხი თალიბი, თუმცა, შეტაკებები კვლავ გრძელდება. მისივე ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ავღანელი პოლიციელი, ერთი უცხოელი და ერთიც პირადი დაცვის წარმომადგენელი. ვრცელდება ინფორმაცია 20 დაჭრილის შესახებაც

XS
SM
MD
LG