Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ რუსეთის ჯაშუშია


შეერთებულ შტატებში გამომძიებლების განცხადებით, ეჭვმიტანილებიდან, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე დააკავეს, ერთ-ერთმა აღიარა, რომ რუსეთის აგენტია. მოსამართლემ გადადო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თავდებით გაათავისუფლოს თუ არა ეჭვმიტანილი, რომელიც ყალბ იდენტობად ხუან ლასაროს იყენებდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ეჭვმიტანილის მეუღლეს, ჟურნალისტ ვიკი პელაესს, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, შეუძლია გათავისუფლდეს 250 000 დოლარი გირაოს სანაცვლოდ. წყვილი მიეკუთვნება 11 ეჭვმიტანილს, რომლებსაც შეერთებულ შტატებში რუსეთის სასარგებლოდ აგენტებად საქმიანობაში სდებენ ბრალს. სხვა წყვილის, რიჩარდ და სინტია მარფის შემთხვევაში, მოსამართლემ უარი თქვა მათს თავდებით გათავისუფლებაზე. კიდევ ხუთი სავარაუდო ჯაშუშის საქმის განხილვა გადაიდო. ორაშაბათს ერთ ეჭვმიტანილს უარი უთხრეს თავდებით გათავისუფლებაზე. მე-11 ეჭვმიტანილი, რომელიც კვიპროსში დააკავეს და თავდებით გაათავისუფლეს, გაუჩინარდა.
XS
SM
MD
LG