Accessibility links

logo-print

ყირგიზეთში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა


ყირგიზეთის ცსკ-მ დღეს განაცხადა, რომ 27 ივნისის რეფერენდუმზე მხარდაჭერილი ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა, როზა ოტუნბაევა კი, ოფიციალურადაა დამტკიცებული გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტის პოსტზე. ეს უფლებამოსილება ოტუნბაევას მომავალი წლის 31 დეკემბერს ამოეწურება. დღესვე ცსკ-მ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა ყირგიზეთის პარლამენტის დეპუტატებს. ახალი კონსტიტუციით, ყირგიზეთში საპარლამენტო მმართველობა დამყარდა, საპარლამენტო არჩევნები კი, ოქტომბერში გაიმართება.
XS
SM
MD
LG