Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი კანონით, უკრაინას ბლოკებს მიღმა მყოფი სახელმწიფოს სტატუსი აქვს


უკრაინის პარლამენტმა გვიან ღამით დაამტკიცა კანონი, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრინციპებს განსაზღვრავს. ახალი კანონით, უკრაინას ბლოკებს მიღმა მყოფი სახელმწიფოს სტატუსი აქვს, რაც ნატოში ქვეყნის გაწევრიანებას გამორიცხავს. ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს პარტიამ ”ნაშა უკრაინამ”. მისი შეფასებით, ნატოში ინტეგრაციის გამორიცხვა უკრაინის სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას ემუქრება. იუშჩენკოს პარტიამ პრეზიდენტ იანუკოვიჩს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მოუწოდა, გადაწყვეტილების შეცვლაზე დაუყოვნებლივ იმსჯელონ.
XS
SM
MD
LG