Accessibility links

logo-print

”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” საკონსტიტუციო ცვლილებების საკუთარ ვარიანტს აქვეყნებენ


პარტიამ ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” საკონსტიტუციო ცვლილებების საკუთარი ვარიანტი დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას წარუდგინა. პარტიის წევრების თეა წულუკიანის და ზურაბ აბაშიძის განმარტებით, არსებობს იმის საშიშროება, რომ ხელისუფლება კონსტიტუციას კვლავ საკუთარ თავზე მოირგებს, მოქმედი პრეზიდენტი კი, ხელისუფლების სათავეში უკვე პრემიერ-მინისტრად მოგვევლინება. ”თავისუფალი დემოკრატების” წინადადებით, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ არავის აქვს უფლება მიითვისოს, ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება და შეცვალოს კონსტიტუცია ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ან ხელისუფლების გახანგრძლივების მიზნით, პრეზიდენტი კი, რომელსაც უფლებამოსილება ამოეწურა, ან ვადამდე შეუწყდა, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ვერ იქნება წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ”თავისუფალი დემოკრატების” განცხადებით, მათი ლიდერი ირაკლი ალასანია სხვა საკითხებთან ერთად, კონსტიტუციის თემაზე თბილისში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან შეხვედრისას ისაუბრებს.
XS
SM
MD
LG