Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზოგიერთი ცნობის თანახმად, ლევან გაჩეჩილაძე მოსკოვში ვიზიტს გეგმავს


"დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ხვალ გააკეთებს განცხადებას მოსკოვში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით. მოძრაობის პრესსამსახურის ხელმძღვანელზე, ნინო ძაგნიძეზე დაყრდნობით, "ინტერპრესნიუსის" სააგენტო იუწყება, რომ "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ხვალ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს მოძრაობის ოფისში. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლევან გაჩეჩილაძე რუსეთში მოძრაობის - "სამართლიანი საქართველოსთვის" - ლიდერ ზურაბ ნოღაიდელთან ჩასვლას გეგმავს. სწორედ ნოღაიდელი უნდა იყოს იმ შეხვედრების ორგანიზატორი, რომელსაც ლევან გაჩეჩილაძე რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან გამართავს. ზურაბ ნოღაიდელი ამჟამად მოსკოვში იმყოფება.
XS
SM
MD
LG