Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ათი პირიდან ორმა აღიარა, რომ რუსეთის მოქალაქეა


რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ათი პირიდან, რომლებიც შეერთებულ შტატებში არიან დაკავებული, ორმა აღიარა, რომ რუსეთის მოქალაქეა. მაიკლ ზოტოლიმ და პატრიშა მილსმა - ორი შვილის პატრონმა ცოლ-ქმარმა - აღიარეს, რომ მათი ნამდვილი ვინაობაა მიხაილ კუციკი და ნატალია პერევერზევა. ისინი პარასკევს ვირჯინიაში წარდგნენ სასამართლოს წინაშე კიდევ ერთ ბრალდებულთან, მიხაილ სემენკოსთან ერთად. დაკავებულ ათ პირს ბრალად ედება კონსპირაცია უცხო ქვეყნის აგენტებად უკანონოდ მოქმედების მიზნით. ეს უფრო მსუბუქი დანაშაულია, ვიდრე ჯაშუშობის ბრალდება, მაგრამ ის ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG