Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როზა ოტუნბაევამ ყირგიზეთის პრეზიდენტობის ფიცი დადო


ყირგიზეთის დროებითი ხელისუფლების ხელმძღვანელმა როზა ოტუნბაევამ დღეს პრეზიდენტობის ფიცი დადო და, ამგვარად, ყირგიზეთის სახელმწიფოს მეთაური პირველად გახდა ქალი. ბიშკეკში გამართული ცერემონიის შემდეგ 59 წლის ოტუნბაევამ პირობა დადო, რომ „ძალისხმევას არ დაიშურებს ახალი პოლიტიკური კულტურის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც კანონის უზენაესობის მკაცრად დაცვაზე იქნება დამყარებული.“ გუშინ საარჩევნო ორგანოების წარმომადგენლებმა დაადასტურეს გასულ კვირაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები. რეფერენდუმზე მოწონებულ იქნა ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც, ყირგიზეთი ცენტრალურ აზიაში პირველი საპარლამენტო დემოკრატია ხდება. 27 ივნისის რეფერენდუმამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის სამხრეთში სისხლიანი შეტაკებები მოხდა ეთნიკურ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის.
XS
SM
MD
LG