Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბენზინის მზიდის აფეთქებას 220 ადამიანი ემსხვრეპლა


კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, სოფელში, ბენზინის მზიდის აფეთქების შედეგად უკანასკნელი მონაცემებით, 220 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. შაბათს მძღოლმა, რომელსაც ტანზანიიდან მოჰქონდა ბენზინი, სოფელ სანგეში სიჩქარეს გადააჭარბა. მანქანა გადაბრუნდა და აფეთქდა. საწვავის დაღვრის გამო ცეცხლი მოედო ათობით სახლს. დიდძალი მსხვერპლი იმითაც აიხსნება, რომ ხალხი გადაბრუნებულ სატვირთო მანქანასთან მიცვივდა ბენზინის შესაგროვებლად.
XS
SM
MD
LG