Accessibility links

logo-print

კლინტონმა რუსეთი ავტორიტარულ ქვეყნებში მოიხსენია


ავტორიტარული მთავრობები მთელ მსოფლიოში - მათ შორის რუსეთში - „ფოლადის მარწუხებში“ აქცევენ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც დემოკრატიის განვითარებისთვის იღვწიან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა კრაკოვში, სადაც ის მონაწილეობას იღებს „დემოკრატიის თანამეგობრობის მე-10 წლისთავის ზეიმში. ეს ორგნიზაცია აერთიანებს ქვეყნებს, რომლებიც მსოფლიოში დემოკრატიის განმტკიცებისკენ ისწრაფვიან. რუსეთის გარდა, იმ ქვეყნებს, სადაც ხელისუფლება დევნის არასამთავრობო ორგანიზაციებს, კლინტონმა მიაკუთვნა ჩინეთი, ზიმბაბვე, ეგვიპტე, ირანი, ვენესუელა.
XS
SM
MD
LG