Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უახლოეს დღეებში გადაწყდება კინორეჟისორ რომან პოლანსკის აშშ-ში ექსტრადიციის საკითხი


შვეიცარიის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება კინორეჟისორ რომან პოლანსკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის თაობაზე. 76 წლის რეჟისორს შეერთებულ შტატებში 1977 წლიდან ედება ბრალი 13 წლის გოგონასთან უკანონო კავშირში. ამჟამად ის შვეიცარიაში იმყოფება შინაპატიმრობაში.
XS
SM
MD
LG