Accessibility links

logo-print

ეგზიტპოლების თანახმად, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ბრონისლავ კომოროვსკიმ გაიმარჯვა


იაროსლავ კაჩინსკიმ თავის მეტოქეს, ბრონისლავ კომოროვსკის გამარჯვება მიულოცა პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ეგზიტპოლების თანახმად, სეიმის მარშალმა კომოროვსკიმ, რომელიც მმართველი „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატია, კვირას გამართულ არჩევნებში ხმების რამდენიმე პროცენტით მეტი მოაგროვა, ვიდრე აპრილში ავიაკატასტროფაში დაღუპული ექს-პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ძმამ. არჩევნებში საარჩევნო ხმის მქონეთა ნახევარზე მეტმა მიიღო მონაწილეობა. საბოლოო შედეგები ცნობილი იქნება არაუადრეს ორშაბათისა.
XS
SM
MD
LG