Accessibility links

როზა ოტუნბაევამ ყირგიზეთის პრეზიდენტის რანგში პირველი უცხოური ვიზიტი ყაზახეთში განახორციელა


ყირგიზეთის პრეზიდენტმა როზა უტუნბაევამ ასტანაში ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევთან ერთად განიხილა ორმხრივი ურთიერთობების პრობლემები. ყაზახეთში მოგზაურობა ოტუნბაევას პირველი უცხოური ვიზიტია მას მერე, რაც მან 3 ივლისს ოფიციალურად დაიკავა სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა. როგორც მოსალოდნელია, ორშაბათს ის ასტანაში მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან. 5 ივლისს ყაზახეთის დედაქალაქში გაიმართება ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის სახელმწიფოთაშორისი საბჭოს სხდომა. მასში მონაწილეობენ რუსეთის, ყაზახეთის, ბელორუსიის, ტაჯიკეთის, უკრაინის, სომხეთისა და ყირგიზეთის ლიდერები.
XS
SM
MD
LG