Accessibility links

logo-print

აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისკენ მოუწოდებს


შეერთებული შტატები სომხეთსა და აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისკენ მოუწოდებს და მზადაა მშვიდობიან დარეგულირებაში ხელის შეწყობისთვის. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა ერევანში სომხეთის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების შემდეგ. მანამდე ის ესტუმრა ბაქოს, სადაც მთიანი ყარაბაღის პრობლემაზე ესაუბრა აზერბაიჯანის ლიდერებს. კლინტონმა აღნიშნა, რომ რეგიონში ძალადობისკენ დაბრუნება მიუღებელია. მან ასევე მოუწოდა თურქეთს, გაააქტიუროს სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მიმართული ძალისხმევა. ერევნიდან კლინტონი ორშაბათს გაემგზავრება საქართველოში, სადაც დასრულდება მისი ტურნე აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ქვეყნებში.
XS
SM
MD
LG