Accessibility links

logo-print

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კომოროვსკი იმარჯვებს


ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი - ბრონისლავ კომოროვსკი ლიდერობს. პოლონეთის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ხმების 95%. კომოროვსკის მხარი დაუჭირა 52,63%-მა, მის მეტოქეს - იაროსლავ კაჩინსკის კი - 47,37%-მა. საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებას დღეს ელიან. შეგახსენებთ, რომ პოლონეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილის ტრაგედიის შემდეგ გამოცხადდა. პირველ ტურში პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი და ამის გამო 4 ივლისს მეორე ტური გაიმართა.
XS
SM
MD
LG