Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: გია ვოლსკი


გია ვოლსკი, გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის წარმომადგენელი

გია ვოლსკი, გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის წარმომადგენელი

5 ივლისს, თბილისის სტუდიის სტუმარი იყო გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის წარმომადგენელი გია ვოლსკი. რა მისიით ჩამოდის ჰილარი კლინტონი საქართველოში, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტს? - ეს იყო საუბრის მთავარი თემა. ვოლსკის თქმით, თუკი თეთრ სახლში გამართული წინასწარი ბრიფინგებით ვიმსჯელებთ, ეს ვიზიტი ნამდვილად არ იქნება უბრალო გასეირნების ტოლფასი. რაც შეეხება ჰილარი კლინტონის შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგენლებთან, გია ვოლსკი აცხადებს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მხოლოდ გიორგი თარგამაძესა და ირაკლი ალასანიას ხვდება, ეს იმის მანიშნებელია, რომ აშშ მხარს უჭერს ოპოზიციურ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლისა თუ მისი ალტერნატივის შექმნისაკენ. მაგრამ ეს არაფრით არ უნდა მიიღოს დამცირებად სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა. რაც შეეხება რუსეთ-ამერიკას შორის გადატვირთვის პოლიტიკას, გია ვოლსკი აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის ურთიერთობა საქართველოს ინტერესებში შედის: ”გადაუტვირთაობის” პერიოდში არაფერი მოგვიგია გარდა ომისა, ნგრევისა და სიკვდილისა...”
XS
SM
MD
LG