Accessibility links

logo-print

ასტანაში გაიხსნა ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის სამიტი


ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა დღეს ასტანაში ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის (EEC) სამიტი გახსნა. თანამეგობრობის წევრები არიან სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი და უკრაინა. ნაზარბაევმა აღნიშნა, რომ ეს ჯგუფი შექმნიდან 10 წლისთავს აღნიშნავს. ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ლიდერები აპირებენ ამ თანამეგობრობის სასამართლოთი ჩაანაცვლონ დსთ-ს საბაჟო სასამართლო და დაამტკიცონ 2011 წლის ბიუჯეტი. ამავე შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია სამი ქვეყნის - ბელორუსიის, ყაზახეთუსა და რუსეთის საბაჟო კავშირის სამიტი. აგრეთვე რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი შეხვდება ყირგიზეთის დროებით ლიდერ როზა ოტუნბაევას.
XS
SM
MD
LG