Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის მთავარი დიპლომატი ისრაელს ემუქრება დიპლომატიური კავშირის გაწყვეტით


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ ჩავუშოღლუ აფრთხილებს ისრაელს, რომ თურქეთი გაწყვეტს დიპლომატიურ კავშირს ამ ქვეყანასთან, თუკი ისრაელი ბოდიშს არ მოიხდის თურქეთის გემზე თავდასხმის გამო და არ აღიარებს, რომ თავდასხმა ღაზისკენ მიმავალ გემზე უსაფუძვლო იყო. 31 მაისის თავდასხმის პასუხად, თურქეთმა უკვე გაიწვია თავისი ელჩი ისრაელიდან და ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებისთვის დაკეტა თავისი საჰაერო სივრცე. შეგახსენებთ, რომ 31 მაისს ჰუმანიტარული მისიით ღაზის სექტორისკენ მიმავალ გემზე ისრაელის თავდასხმას თურქეთის 9 მოქალაქე შეეწირა. ისრაელმა თავად დაიწყო მომხდარის გამოძიება, თუმცა, უარს აცხადებს საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაზე და არ აპირებს ინციდენტისთვის ბოდიშის მოხდას.
XS
SM
MD
LG