Accessibility links

ჰილარი კლინტონი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პირისპირ შეხვდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თბილისში პირველი შეხვედრა ლიდერ ქალებთან გამართა. სხვადასხვა სფეროს ასზე მეტი წარმომადგენლის წინაშე სახელმწიფო მდივნის გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა და მთავარი თემები საქართველოს უსაფრთხოება, ქვეყნის ოკუპაციის პრობლემა და დემოკრატიის განვითარება იყო. ლიდერ ქალებთან საუბრის შემდეგ, ჰილარი კლინტონი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ავლაბრის რეზიდენციაში პირისპირ შეხვდა, რასაც წინ საქართველოს და აშშ-ის დელეგაციათა გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრა უძღოდა. ორი ქვეყნის ლიდერი შეხვდა ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს და მათ კითხვებს გასცა პასუხი. დღესვე სახელმწიფო მდივანი თავისუფალი დემოკრატების ლიდერს ირაკლი ალასანიას და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარეს გიორგი თარგამაძეს შეხვდება.
XS
SM
MD
LG