Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრემიერ მინისტრი პარტიებსა და რელიგიურ ლიდერებს დახმარებას სთხოვს


პაკისტანის პრემიერ მინისტრმა დღეს პოლიტიკურ პარტიებსა და რელიგიურ ლიდერებს მოუწოდა, დაეხმარონ სახელმწიფოსა და არმიას მეამბოხეებთან ბრძოლაში. იუსუფ რაზა გილანიმ ეროვნული კონფერენციის ჩატარება ითხოვა, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის სტრატეგიას შეიმუშავებს. მისი ეს განცხადება მოჰყვა ხუთშაბათის თავდასხმას, როდესაც ორმა თვითმკვლელმა ბომბის აფეთქების შედეგად 42 ადამიანი მოკლა და 175 დაჭრა.

XS
SM
MD
LG