Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიხსნება მუზეუმი "მეხსიერების ბიბლიოთეკა"


არასამთავრობო ორგანიზაციის, "კოალიცია სამართლიანობისათვის", ორგანიზებით, დღეს "ევროპის სახლის" საგამოფენო დარბაზში გაიხსნება მუდმივად განახლებადი მუზეუმი სახელწოდებით - "მეხსიერების ბიბლიოთეკა". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა მიერ ომის დროს სახლებიდან წამოღებული სხვადასხვა პირადი ნივთი, წერილი, ფოტო, ვიდეომასალა და ოფიციალური დოკუმენტები. გამოფენის ორგანიზატორთა განცხადებით, პროექტის მიზანია, ასახოს დევნილთა ნოსტალგიური განწყობა და მშობლიურ კუთხეში დაბრუნების სურვილი. პროექტის ფარგლებში მოძიებულია 50 ექსპონატი თბილისში, ზუგდიდში, წყალტუბოში, ბათუმში, წეროვანსა და კოდაში მცხოვრები დევნილი ოჯახებისაგან. "ევროპის სახლში" დამთვალიერებლებს ექსპონატების ნახვა სამი დღის განმავლობაში შეეძლებათ.

XS
SM
MD
LG