Accessibility links

logo-print

თბილისის სააპელაციო სასამართლო ცოტნე გამსახურდიას საქმის განხილვას დღეს დაიწყებს


ცოტნე გამსახურდიას საქმის განხილვას თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეს დაიწყებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" განსახურდიას ადვოკატმა, ქეთი ბექაურმა განუცხადა, ისინი ითხოვენ პირველი ინსტანციის განაჩენის გაუქმებას, რომლითაც გამსახურდიას ცხრაწლიანი პატიმრობა მიესაჯა. ასევე ითხოვენ მსჯავრდებულის პატიმრობიდან გათავისუფლებას. გამსახურდიას თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში დასდო მსჯავრი.

XS
SM
MD
LG