Accessibility links

logo-print

აჰმედ ჩავუშოღლუ: თურქეთი ისრაელთან მანამდე გაწყვეტს ურთიერთობებს, სანამ ისრაელი ბოდიშს არ მოიხდის


როგორც თურქული მედიასაშუალებები, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე აჰმედ ჩავუშოღლუზე დაყრდნობით აცხადებენ, თურქეთი გაწყვეტს ურთიერთობებს ისრაელთან მანამდე, სანამ ისრაელი ბოდიშს არ მოიხდის 31 მაისს პალესტინელთა ტერიტორიისკენ, ბლოკადაში მყოფი ღაზისკენ მიმავალ ფლოტილიაზე თავდასხმის გამო, რომელსაც ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდა და რომლის გემებზეც რამდენიმე ასეული ჰუმანიტარული აქტივისტი იმყოფებოდა. ისრაელის სამხედროთა მიერ გახსნილ ცეცხლს ცხრა ადამიანი შეეწირა. ჩავუშოღლუს განცხადებით ისრაელს ორი გზა აქვს დარჩენილი - ან ბოდიში მოიხადოს, ან დათანხმდეს საერთაშორისო გამოძიებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისრაელთან ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდება, ამის შესახებ მან ორ თურქულ გაზეთს განუცხადა. ამ ეტაპისათვის ჩავუშოღლუს განცხადებებზე თურქეთის ოფიციალურ წრეებში არანაირი კომენტარი არ კეთდება. აღნიშნული ინტერვიუს საპასუხოდ, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელს ბოდიშის მოსახდელად არანაირი მიზეზი არ გააჩნია.

XS
SM
MD
LG