Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: მარინე ჩიტაშვილი


მარინე ჩიტაშვილი, ფსიქოლოგი
მარინე ჩიტაშვილი, ფსიქოლოგი
6 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი. ის იყო 5 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გამართული ქალი ლიდერების შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე. ჩიტაშვილი თვლის, რომ სიტყვით გამოსვლისას კლინტონმა ძალიან მკაფიო აქცენტები დასვა. კერძოდ, აშშ კვლავაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და პრეზიდენტების ცვლა არ ცვლის აშშ-ის პოლიტიკას; ვაშინგტონი აღიარებს, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია; აშშ თვლის, რომ ქვეყნის გაერთიანება არის გარდაუვალი, მაგრამ ამის ერთადერთი გზა საქართველოში სოციალური კეთილდღეობის ზრდაა, რაშიც აშშ მაქსიმალურად დაეხმარება საქართველოს; აშშ არ ტოვებს სტრატეგიულ პარტნიორებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რუსეთთან პოლიტიკის გადახედვას, სადაც აშშ-მა ბოლო დროს გარკვეულ წარმატებას მიაღწია და კიდევ ერთი - მარინე ჩიტაშვილის აზრით, ცენტრალური გზავნილი იყო ის, რომ არ არსებობს დემოკრატიის გზაზე მდგარი ქვეყანა, სადაც ქალების მონაწილეობა ქვეყნის ცხოვრებაში არ არის სათანადოდ აქტიური.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG