Accessibility links

იაპონიის ტელევიზია სკანდალის გამო სუმოს ჩემპიონატს აღარ აჩვენებს


იაპონიის სახელწმიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ პირველად 50 წლის განმავლობაში, არ გადასცემს ეთერში სუმოს ჩემპიონატს სკანდალის გამო, რომელშიც სუმოისტების ნაწილი აღმოჩნდა გახვეული. სკანდალი ორი დღის წინ დაიწყო, როდესაც სუმოს მესვეურებმა სახელოვანი სპორტსმენი და მისი მწრთნელი დაითხოვეს სპორტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობის გამო. ორივემ აღიარა, რომ ბეისბოლის უკანონო ტოტალიზატორებზე დებდნენ ფულს. უკანონო ტოტალიზატორებს ათეულობით სხვა სუმოისტის კარიერაც შეეწირა. სუმოისტს ტრადიციულად ქცევის მაღალი სტანდარტები და ეთიკურობა მოეთხოვება.
XS
SM
MD
LG