Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინის განცხადებებს დავით ბაქრაძე გამოეხმაურა


რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებებს დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. დავით ბაქრაძის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთი ვალდებულების შესრულებას და საქართველოდან საოკუპაციო ჯარის გაყვანას დაიწყებს, ქართული მხარე მზად არის, ესაუბროს აფხაზებს და ოსებს, რომლებთანაც საერთო ენის გამოძებნა ყველა საკითხში შეიძლება. დიალოგისთვის მზადყოფნის დასტურად პარლამენტის თავმჯდომარემ ოკუპირებული ტერიტორიებისადმი სახელმწიფო სტრატეგია დაასახელა. ”მაგრამ აუცილებელია, ყველამ კარგად გაიაზროს რუსეთის პასუხისმგებლობა, როგორც იმ ძალის, რომელიც დღეს ოკუპაციას ახორციელებს” - განაცხადა ბაქრაძემ. მისივე შეფასებით, ტერმინი ოკუპაცია მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი ვეღარ მოახერხებს, აიცილოს პასუხისმგებლობა და ის ქართველებზე, ოსებზე ან აფხაზებზე გადაიტანოს.
XS
SM
MD
LG