Accessibility links

logo-print

პუტინმა ჩრდილო კავკასიის ეკონომიკური განვითარების გეგმა წარმოადგინა


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა დღეს წარმოადგინა ახალი ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ჩრდილო კავკასიაში ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად. სტავროპოლის რეგიონის ქალაქ კისლოვოდსკში გამოსვლისას პუტინმა ადგილობრივ ხელისუფლებს მოუწოდა კერძო ინვესტიციების მოზიდვისკენ და უმუშევრობის შემცირებისკენ ჩრდილო კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად. პუტინმა მათ ასევე ურჩია, უკეთ მოუსმინონ ადამიანის უფლებების ადგილობრივ დამცველებს.

XS
SM
MD
LG