Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპატიმრებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ახალი განაჩენი შეუფარდეს


ციხეში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ეინულა ფატულაიევის ადვოკატმა განაცხადა, რომ მის კლიენტს დღეს ახალი, ორწელიწადნახევრიანი განაჩენი შეუფარდეს. ამჯერად ის ნარკოტიკების მოხმარებაში სცნეს დამნაშავედ. ფატულაიევი პირველად 2007 წელს დააპატიმრეს და 36 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს „შეურაცხყოფის“ და „დანაშაულებრივი ცილისწამების“ ბრალდებით მისი სტატიის გამო, რომელშიც აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მიერ სომხების დახოცვაზე იყო ლაპარაკი. იმავე წელს მას რვა წელიწად ნახევარი მიუსაჯეს ტერორისტული მუქარის, ეთნიკური შუღლის გაღვივების და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით.
XS
SM
MD
LG