Accessibility links

logo-print

ცოტნე გამსახურდიას პროცესზე დამსწრეები დააჯარიმეს


თბილისის სააპელაციო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესის მსვლელობისას ოპოზიციური პარტიების ლიდერები 100-100 ლარით დააჯარიმეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამსახურდიას ადვოკატმა, ქეთი ბექაურმა უთხრა, დააჯარიმეს კონსტანტინე გამსახურდია, სანდრო ბრეგაძე, გია გაჩეჩილაძე, ეკა ბესელია, ალეკო შალამბერიძე, სოსო შატბერაშვილი, კახა კუკავა, ლაშა ჩხარტიშვილი და კოკა გუნცაძე. მოსამართლემ ასევე დაზარალებული დავით ბაჯელიძე და დარბაზში მყოფი კიდევ 40-მდე ადამიანი. ქეთი ბექაური ასე აღწერს დაჯარიმების მიზეზს: „მოსამართლემ ცოტნე გამსახურდიას არ მისცა წერილობითი განცხადების წაკითხვის შესაძლებლობა, მიიჩნია, რომ პოლიტიკური განცხადება იყო და ამის გამო დარბაზიდან გააძევა. ამ ფაქტზე დაზარალებულმა ბაჯელიძემ პროტესტი გამოხატა და დარბაზი დატოვა. მოსამართლის დავალებით მანდატურები გაეკიდნენ, პირადობა ჩამოართვეს და დააჯარიმეს. ამის შემდეგ მოსამართლემ 5-10 წუთიანი შესვენება გამოაცხადა. დარბაზში ცხელოდა და იქ მყოფებმა გარეთ გასვლა გადაწყვიტეს. მოსამართლემ ამის გამო ყველა დააჯარიმა“ - უთხრა „ინტერპრესნიუსს“ ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა. სააპელაციო სასამართლოში კი განმარტეს, რომ დაჯარიმდა სასამართლო პროცესზე დამსწრე ყველა პირი, ვინც დარბაზში წამოდგა და ემოციების გამოხატვა დაიწყო -მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
XS
SM
MD
LG