Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ და ნეტანიაჰუმ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი განიხილეს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვაშინგტონში შეხვედრისას უთხრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს, რომ ისრაელსა და ამერიკას შორის კავშირი „გაურღვეველია“. ქვეყნების ლიდერებს შორის შეხვედრის შემდეგ ობამამ ღაზის სექტორში მიღწეულ „რეალურ პროგრესზე“ ილაპარაკა. ობამამ და ნეტანიაჰუმ განიხილეს ისრაელ-პალესტინას შორის პირისპირ მოლაპარაკების აღდგენის შესაძლებლობები. ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას სჯერა ისრაელის განზრახვის სერიოზულობისა, აღადგინოს პირდაპირი მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის. პალესტინელებმა სამშვიდობო მოლაპარაკებები 2008 წლის მიწურულს შეწყვიტეს, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზის სექტროზე სამხედრო შეტევა განახორციელა.
XS
SM
MD
LG