Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიაში მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავს ცდიან


შცვეიცარიაში მიმდინარეობს 24 საათიანი ექსპერიმენტული ფრენა თვითმფრინავისა, რომლის ძრავებიც მზის ენერგიით მუშაობს. მსუბუქმა, ერთადგილიანმა თვითმფრინავმა, რომელსაც ანდრე ბორშბერგი მართავს, დღეს საღამოსთვის 8,5 კილომეტრ სიმაღლეს უნდა მიაღწიოს. ღამით დღის მანძილზე დაგროვებული მზის ენერგიით იფრენს. ამის შემდეგ ნელ-ნელა დაეშვება და ხუთშაბათს დილით ადრე დაასრულებს ფრენას. Solar Impulse-ის ჯგუფის წარმომადგენლის თქმით, პროექტის საბოლოო მიზანია დედამიწის შემოფრენა მხოლოდ მზის ენერგიის გამოყენებით.
XS
SM
MD
LG