Accessibility links

logo-print

ნატოს სამხედროებმა შეცდომით მოკლეს 5 ავღანელი ჯარისკაცი


ნატოს ძალების წარმომადგენლებმა შეცდომით განახორციელეს საჰაერო თავდასხმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე. მოკლულია 5 და დაჭრილია 2 ჯარისკაცი. სამშაბათს საღამოს ღაზნის პროვინციაში მომხდარი ამ ინციდენტის შესახებ დღეს ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა და გააკრიტიკა ნატოს ძალები, რადგან ეს პირველი ასეთი შემთხვევა არ არის. საერთაშორისო ძალების სარდლობამ დაადასტურა ინფორმაცია და განაცხადა, რომ ავღანეთის ხელისუფლებასთან ერთად გამოიძიებს ინციდენტს.
XS
SM
MD
LG