Accessibility links

ყირგიზეთი ბელორუსიისგან ექს-პრეზიდენტის ექსტრადიციას მოითხოვს


ყირგიზეთის ხელისუფლება ბელორუსიისგან ექს-პრეზიდენტ ბაკიევის ექსტრადიციას კვლავ მოითხოვს. ყირგიზეთის მთავრობის ვიცე-პრემიერის ბეკნაზაროვის განცხადებით, ბიშკეკის პირველი მოთხოვნა მინსკმა იმ მოტივით არ დააკმაყოფილა, რომ ყირგიზეთში ლეგიტიმური ხელისუფლება არ არსებობდა. ბეკნაზაროვის თქმით, რეფერენდუმის შემდეგ ქვეყანაში ხელისუფლების ლეგიტიმური ორგანოები ამოქმედდა და შესაბამისად, მინსკს ექს-პრეზიდენტ ბაკიევის ექსტრადიციის ახალი მოთხოვნა გაეგზავნება. ყირგიზეთის ხელისუფალთა ცნობით, ბელორუსიაში იმყოფებიან ბაკიევის ძმებიც, რომლებიც რამდენიმე მძიმე დანაშაულისთვის იძებნებიან.
XS
SM
MD
LG