Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ბაღაფში: სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარული კატასტროფის აღკვეთა მხოლოდ რუსეთმა შეძლო


რუსეთი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის რეალური გარანტია - ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წინაშე დღევანდელი გამოსვლისას ოკუპირებული რეგიონის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა. მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოში, როდესაც დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მხარდაჭერით საქართველომ ახალი აგრესია განახორციელა, სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარული კატასტროფის აღკვეთა მხოლოდ რუსეთმა შეძლო. ბაღაფშმა რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობას პარტნიორული, სამართლებრივი და ურთიერთმომგებიანი უწოდა. სოხუმის საგარეო პოლიტიკური კურსის ძირითად მიმართულებებად დე ფაქტო პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აფხაზეთის აღიარება, მსოფლიოს ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კონტაქტების განვითარება და მიმზიდველი საერთაშორისო იმიჯის შექმნა დაასახელა.
XS
SM
MD
LG