Accessibility links

logo-print

საფრანგეთში ნორიეგას 7 წელი მიუსაჯეს


ფრანგულმა სასამართლომ პანამის ყოფილ დიქტატორს, მანუელ ნორიეგას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ფულის გათეთრების ბრალდებით. სასამართლომ 76 წლის გენერალს 2,3 მილიონი ევრო ჩამოართვა, რომელიც მის სახელზე ფრანგული ბანკის ანგარიშებზე ირიცხებოდა. ბრალდება 10 წლიან პატიმრობას ითხოვდა ნორიეგასთვის, რომლის ექსტრადიციაც აშშ-იდან საფრანგეთში აპრილში მოხდა. მას ბრალად ედებოდა კოლუმბიური ნარკობარონების ფულის გათეთრება ფრანგული ბანკების მეშვეობით.
XS
SM
MD
LG