Accessibility links

logo-print

ჰააგა სერბიის ოპოზიციის ლიდერის ბრალდებებს განიხილავს


გაეროს ყოფილი იუგოსლავიის სამხედრო დანაშაულების ტრიბუნალმა დღეს გამოაცხადა, რომ დაწყებს გამოძიებას სერბიის ოპოზიციის ლიდერის ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც ამბობს, რომ ულტრა-ნაციონალისტების ლიდერი ვოისლავ შეშელი მას ციხიდან ემუქრებოდა. სერბიის ოპოზიციის ლიდერის, ტომისლავ ნიკოლიჩის პარტიამ გასულ თვეში განაცხადა, რომ შეშელიმ, მისმა პოლიტიკურმა ოპონენტმა, ნიკოლიჩის მკვლელობა დაუკვეთა. შეშელი ტრიბუნალის წინაშე 1991-93 წლებში ხორვატების, მუსლიმებისა და სხვა არასერბების წინააღმდეგ მიმართული სამხედრო დანაშაულების ბრალდებით დგას.
XS
SM
MD
LG