Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის ნავსადგურში საფრანგეთის ეროვნული ფლოტის ფრეგატა "ჟან დე ვიენი" შემოვა


ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმის ნავსადგურში დღეს საფრანგეთის ეროვნული ფლოტის ფრეგატა "ჟან დე ვიენი" შემოვა. დახვედრის ცერემონიას პორტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე და საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ჟან-ლუკ თეუსი დაესწრებიან. 9 ივლისს ფრეგატა "ჟან დე ვიენის" ეკიპაჟის წევრებსა და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის ბათუმის სპორტულ კომპლექს "მარინაში" ფეხბურთის მატჩი გაიმართება. ფრანგი მეზღვაურები და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები 9 და 11 ივლისს ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. ფრეგატა "ჟან დე ვიენი" ბათუმის პორტს 11 ივლისს დატოვებს.

XS
SM
MD
LG