Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ნოღაიდელი: ვანო ჩხარტიშილს ჩემს წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ


ექსპრემიერი ზურაბ ნოღაიდელი ყოფილ დეპუტატ ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებით დღეს განცხადებას გააკეთებს .ამის შესახებ ნოღაიდელმა "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ოფისში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მოსკოვში რიგით მერვე ვიზიტი შეაჯამა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვანო ჩხარტიშვილმა, ოჯახთან ერთად, საქართველო დატოვა, რადგან ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. ჩხარტიშვილის ქვეყნიდან წასვლის შესახებ ჯერ სხვა ინფორმაცია და ვერსია არ გავრცელებულა.

XS
SM
MD
LG