Accessibility links

შესაძლოა რუსეთმა და აშშ-მა ჯაშუშობაში ბრალდებულები გაუცვალონ ერთმანეთს


რუსეთში დაკავებული დასავლეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მეცნიერის ადვოკატი აცხადებს, რომ ოფიციალური მოსკოვი მის გაცვლას გეგმავს იმ ჯაშუშობაში ბრალდებულებზე, რომლებიც რამდენიმე დღის წინ შეერთებულ შტატებში დააკავეს. იგორ სუტიაგინს, ბირთვული იარაღის ექსპერტს, სასამართლომ 2004 წელს 15 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ის სასამართლომ დიდი ბრიტანეთისათვის მნიშვნელოვანი სამხედრო ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG