Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუბა პოლიტპატიმრებს ათავისუფლებს


კუბა თანახმაა გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული 52 ადამიანი. ეს უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში კომუნისტური ხელისუფლების მიერ ამ ნიშნით დაკავებული ადამიანების ყველაზე დიდი გათავისუფლების პროცესი იქნება. შეთანხმება ამის შესახებ კუბის პრეზიდენტ რაულ კასტროს, რომის კათოლიკური ეკლესიის წარმოადგენლებსა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებების შემდეგ შედგა. კუბის წამყვანი ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ 52 გათავისუფლებული პატიმრის შემდეგ, კუბის ციხეებში პოლიტიკური ნიშნით დაკავებული კიდევ 110 ადამიანი დარჩება.

XS
SM
MD
LG