Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ხიდაშელი საკრებულოში დროებითი კომისიის შექმნას ითხოვს


თბილისის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი თინა ხიდაშელი 2004-2009 წლებში დედაქალაქში კერძო საკუთრების ხელყოფის შესასწავლად საკრებულოში დროებითი კომისიის შექმნას ითხოვს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ხიდაშელმა თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის და საბურთალოზე, აბანოთუბანსა და რიყეზე კერძო საკუთრების დანგრევა გაიხსენა და განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტების შესწავლა სწორედ თბილისის საკრებულოს ვალდებულებაა. დროებითი კომისიის შექმნის საკითხს თინა ხიდაშელი საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე დასვამს და თუ უმრავლესობა ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტების შესწავლას ინდივიდუალურად განაგრძობს.
XS
SM
MD
LG