Accessibility links

logo-print

ირანმა შეაჩერა 43 წლის ქალის ჩაქოლვით დასჯის გადაწყვეტილება


ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქმრის ღალატისთვის სიკვდილმისჯილ ქალს არ ჩაქოლავენ. თუმცა, არ არის ნათელი მოუხსნეს, თუ არა მას სასჯელის უმაღლესი ზომა. საკინე მოჰამადი აშტიანის 2006 წელს გამოუტანეს სიკვდილის განაჩენი. მანამდე კი ის გაროზგეს (99 დარტყმა მიიღო). ირანელი ქალის ჩაქოლვით დასჯის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანია მიმდინარეობს. აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებებმა დაგმეს ირანის ეს გადაწყვეტილება. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩაქოლვას დასჯის ”შუასაუკუნეობრივი” მეთოდი უწოდა.
XS
SM
MD
LG